LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე დიდი საფრთხე დღეს ტიკარაძეა!” – სარესტორნო ბიზნესი მინისტრს პასუხობს

237
ipiccy-image

„ყველაზე დიდი საფრთხე დღეს ტიკარაძეა!” – ასე ეხმაურება „საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის” ხელმძღვანელი, ლევან ქოქიაშვილი ჯანდაცვის მინისტრის მედიაში გაკეთებულ იმ კომენტარს, სადაც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ „ყველაზე დიდ საფრთხეს დღეს წარმოადგენს სარესტორნო სივრცეები, სადაც ყველაზე ნაკლებად იცავენ წესებს.“

“ყველაზე დიდი საფრთხე დღეს ტიკარაძეა! ეგეთი უნიათო ჯანდაცვის მინისტრი ჩვენს ქვეყანას არასდროს ჰყოლია და რესტორნებს გვაბრალებს პანდემიის გავრცელებას. ჩვეულებრივი თანამედროვეობის ჯაყო ჯივაშვილია, კოვიდ-პანდემის მართვას მიხედე და ვაქცინა როგორ შემოიტანო, მაგაზე იფიქრე! რესტორნები სულს ღაფავენ, სესხები ჩაირთო და კომუნალური გადასახადები სისხლს გვწოვენ. საგადასახადომ გადაგვივადა გადასახადები და დიდი წვალებით ბიუჯეტში შეგვაქვს თანხები, შენნაირ უნიათოს რომ ხელფასი ვუხადოთ! რატომ? რა დავაშავეთ ეგეთი?!”,- წერს ლევან ქოქიაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g