LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი

275
ხვიჩა

გერმანული ვებგვერდი Transfermarkt, რომელიც საფეხბურთო სიახლეებს აშუქებს, ყველაზე ძვირად ღირებულ ქართველ ფეხბურთელთა რეიტინგს აქვეყნებს. სიას იტალიური „ნაპოლის“ 77-ე ნომერი ლიდერობს. ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 85 მილიონი ევროა. მეორე ადგილზე 25 მილიონი ევროთი „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მოხვდა, მესამე ადგილზე კი 10 მილიონი ევროთი ამსტერდამის „აიაქსის“ შემტევი გიორგი მიქაუტაძეა.

რეიტინგი სრულად ასე გამოიყურება:

  1. ხვიჩა კვარაცხელია (SSC Napoli) – €85 მილიონი
  2. გიორგი მამარდაშვილი (Valencia CF) – €25 მილიონი
  3. გიორგი მიქაუტაძე (Ajax Amsterdam) – €10 მილიონი
  4. საბა საზონოვი (Torino FC) და ზურიკო დავითაშვილი (FC Girondins Bordeaux) – €3 მილიონი
  5. ირაკლი აზაროვი (Shakhtar Donetsk) – €2.5 მილიონი
  6. გიორგი ჩაკვეტაძე (Watford FC) – €2.4 მილიონი
  7. ოთარ კიტეიშვილი (SK Sturm Graz), საბა ლობჟანიძე (Atlanta United FC) და ლუკა გაგნიძე (Dynamo Moscow) – €2 მილიონი
  8. ლუკა ლოჩოშვილი (US Cremonese), დავით ხოჭოლავა (FC Copenhagen) და გიორგი ქვილითაია (APOEL Nicosia) – €1.8 მილიონი
  9. ვალერი ყაზაიშვილი (Ulsan Hyundai) – €1.7 მილიონი
  10. გიორგი გოჩოლეიშვილი (Shakhtar Donetsk) – €1.5 მილიონი
  11. გიორგი აბურჯანია (Hatayspor) და ანზორ მექვაბიშვილი (Dinamo Tbilisi) – €1 მილიონი
  12. გიორგი წიტაიშვილი (Dinamo Batumi) – €900 000
  13. ნიკა კვეკვესკირი (Lech Poznan), ჯემალ ტაბიძე (ამჟამად უკლუბოდ) და გაბრიელ სიგუა (FC Basel) – €800 000
  14. ლევან შენგელია (Panetolikos) – €750 000
  15. სოლომონ კვირკველია (Al-Okhdood) და ოთარ კაკაბაძე (Cracovia) – €700 000
magti 5g