LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები ათეულშიც ვერ მოხვდნენ

44

პოლ პოგბა, ანტუან გრიზმანი და გონსალო იგუაინი FIFA 17-ის ტოპ 10-ში ვერ მოხვდნენ.
გარეკანის გმირი კი თავად ძლივს მოხვდა ტოპ 25-ში.

EA Sports-ის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა FIFA 17-ის საუკეთესო ფეხბურთელების საბოლოო რეიტინგები. პირველ ათეულს მიღმა აღმოჩნდნენ ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები – პოლ პოგბა და გონსალო იგუაინი, ისევე როგორც ევროპის წლის ფეხბურთელის პრეტენდენტი ანტუან გრიზმანი.

გარეკანის სახე გახდა დორტმუნდის ”ბორუსიას” ერთ-ერთი ლიდერი მარკო როისი. თამაშში კი მან 88 რეიტინგი მიიღო და 25-ე ადგილი დაიკავა.

FIFA 17-ის რელიზი 29 სექტემბერსაა დანიშნული.

 

 

CrNNgncXEAAAGID

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები