LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ეფექტური დღის მენიუ, რომელიც ზედმეტ კილოგრამებს მოგაშორებთ – როგორია ენდოკრინოლოგის რეკომენდაცია

3027
შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა გადაცემაში დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს დღის რაციონსა და იმ პროდუქტებზე, რომლებიც ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში დაგვეხმარება:

„ჯანსაღ და ბალანსირებულ კვებას ალტერნატივა არ აქვს. რაციონში ყველა ტიპის პროდუქტი შეიძლება იყოს — მათ შორის, შოკოლადიც და პურიც. მათი გამორიცხვა აუცილებელი არ არის, რადგან მაგალითად, პურის ამოღება შეიძლება B ვიტამინების დეფიციტს გამოიწვიოს, რაც ტვინის, ენერგიისა და ხასიათის ფუნქციებზე მოქმედებს.

საუზმე:

მამაკაცებისთვის: პური, ყველი, არაჟანი – ტესტოსტერონის დონის გასაზრდელად.

ქალებისთვის: ავოკადოს ტოსტი კვერცხით და ყველით – დადებითად მოქმედებს ცხიმოვან ცვლაზე და ქოლესტერინზე.

შესაძლებელია ასევე შვრიის ფაფის, ყველის, რძის ან კარაქის გამოყენებაც. ცხიმი აუცილებელია ჰორმონების სინთეზისთვის.

წახემსება (12 საათზე):

ხილი (ვაშლი, ბანანი – თუ წონის პრობლემა არ არის), იოგურტი, მაწონი ან ხაჭო. არაა აუცილებელი, რომ ყველა პროდუქტი 0%-იანი იყოს.

სადილი (3–4 საათზე):

კვირაში 2-3-ჯერ ბოსტნეულის და ხორცის კომბინაცია, კატლეტი, გუფთა, თევზი (1–2-ჯერ – ომეგა 3 და D ვიტამინისთვის), ცოცხალი ან მოთუშული ბოსტნეული.

საღამო:

თუ სადილი ადრე გვქონდა, შესაძლებელია მსუბუქი წახემსება ან პირდაპირ ვახშამი.

ვახშამი უნდა იყოს მსუბუქი, არ ხორცზე დატვირთული – მაგალითად, ბოსტნეულის წვნიანი, მაწონი, კეფირი, ხაჭო ან იოგურტი.

არ არის რეკომენდებული საღამოს ხილით კვება – კუჭ-ნაწლავის გადატვირთვა იწვევს.

თუ გვშია – წიწიბურა, ცოტა ყველით ან ბოსტნეულის სალათით.

კვება დაწოლამდე 3-4 საათით ადრე უნდა დასრულდეს.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g