LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ფასეული ბრიტანული სპორტქარი აუქციონზე იყიდება

98

აუქციონის სახლი Bonhams ზაფხულში გუდვუდის სისწრაფის ფესტივალზე ერთ-ერთ ყველაზე ფასეულ ბრიტანულ ავტომობილს გაიტანს გასაყიდად. საუბარია 1961 წელს გამოშვებულ Aston Martin DB4GT Zagato 2 VEV-ზე. ეს ავტომობილი ერთ-ერთი მათგანია იმ ორიდან, რომელიც განყოფილება Works-მა არაოფიციალურად ააწყო. ასევე, ერთ-ერთია იმ სამი ავტომობილიდან, რომელსაც ზემსუბუქი სპეციფიკაცია DP209 აქვს.

DB4GT Zagato-ს საორიენტაციო ფასი 15 მილიონი ფუნტი სტერლინგია.

გასაყიდად გამოტანილი DB4GT Zagato 1961-1962 წლებში საერთაშორისო შეჯიბრებეში მონაწლეობდა და კონკურენციას ისეთ ავტომობილებს უწევდა, როგორებიც არიან: Ferrari 250 GT SWB და Ferrari 250 GTO Berlinetta. ერთ-ერთი მრბოლელი, რომელიც მას მართავდა, ფორმულა ერთის ორ გზის და „ინდი 500“-ის გამარჯვებული ჯიმი კლარკი იყო.

ბოლო 50 წელი DB4GT Zagato კერძო პირებთან გაატარა. ავტომობილმა არაერთხელ მიიღო მონაწილეობა 1980 და 90-იან წლებში რეტრო ავტომობილების გამოფენაში. 1993 წელს კი სერიოზული ავარიის შემდეგ Aston Martin-ის ქარხანაში აღადგინეს.

Aston Martin DB4GT Zagato 2 VEV აღჭურვილია 3,7 ლიტრის მოცულობის ძრავით, რომლის სიმძლავრეც 314 ცხენის ძალას შეადგენს. ნულიდან ას კილომეტრს ავტომობილი 6,1 წამში კრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 247 კმ/საათია.

https://motor.ru/news/db4zagato-09-02-2018.htm

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები