LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე გაპატიოსნებული კორუფციონერი მამუკა შენ ხარ – წინასწარ რატომ გაგიჟდებიან ხოლმე? ხაზარაძეს და გახარიას სააკაშვილის გამოსვლის ეშინიათ“ – თაკო ჩარკვიანი

296
ჩარკვიანი ხაზარაძე და გახარია

„ხაზარაძეს და გახარიას სააკაშვილის გამოსვლის ეშინიათ“, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციის ნაწილის მიერ პარლამენტში წარდგენილ ამნისტიის აქტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია, რატომაა ამნისტიის წინააღმდეგი „ლელო“ და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.

„იმ შემთხვევაში თუ დიდი ამნისტია გამოცხადდება, სასჯელაღსრულებას 5 000 პატიმარი დატოვებს“ – იაგო ხვიჩია საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის

„წინასწარ რატომ გაგიჟდებიან ხოლმე და მაინცდამაინც ორადორი პარტია, რატომ? – საქართველოში ყველაზე გაპატიოსნებული კორუფციონერი მამუკა [ხაზარაძე] შენ ხარ. არ გრცხვენია, კაცო, სულ არ გრცხვენია? ასეთი უტიფრობა რა უბედურებაა, ან რატომ გაგიჟდა მაინც და მაინც ეს „ქართულ-ჯიგრულ პონტში“ გაპატიოსნებული გახარია?

თვალების დამთხრელ პოლიციელებზე პასუხი არ აგო გახარიამ და დააწინაურეს, ის არ არის კრიმინალი და იმაზე უფრო დიდი კრიმინალი ზის [ციხეში] ? ჩვენ პედოფილებზე კი არ ვლაპარაკობთ, იცით, რა ხალხი ზის იქ [ციხეში] ?“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, საყოველთაო ამნისტია აუცილებლად უნდა შეეხოს მიხეილ სააკაშვილს:

„დღე და ღამ გაჰკივიან ხაზარაძეც და გახარიაც და ყველა, რომ ქვეყანაში რუსული სამართლებრივი სისტემაა. თუ რუსული სამართლებრივი სისტემაა, ეს სისტემა არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, ვინც გასამართლებული ჰყავთ?

სააკაშვილის გამოსვლის ისე ეშინიათ ხაზარაძეს და გახარიას, რომ იმ ადამიანებს სწირავენ, ვინც რუსულ სამართლებრივ სისტემას ახლა, ამ წუთში გასამართლებული ჰყავთ?

მე მგონია, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ საყოველთაო ამნისტიაზე და სააკაშვილსაც აუცილებლად უნდა შეეხოს, თორემ ყველას ეგონება, რომ ჩრდილოეთ კორეა ვართ, რომ ასე მოუნდათ, რომ პუტინის პატიმარს არ შეეხოს.

პაპუაშვილი: „ჩვენი მიდგომაა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების დიდი რაოდენობა არ იყოს.. შემცირების მექანიზმებზე სახელმწიფოებრივი მიდგომა მნიშვნელოვანია“

ეს ისევ რუსული თაღლითური სქემის გათამაშება იქნება, რაც 2012-ში, როცა მოვიდნენ გააკეთეს. თუ შეეხება, შეეხება ყველას. არის პედოფილიის მუხლი და ასეთ მძიმე მუხლებს მართლაც არ ეხება, მაგრამ სააკაშვილს, რომელსაც ედავებიან გირგვლიანის საქმეში უდოთი გათავისუფლებას, უთუოდ, აუცილებლად შეეხება“. – განაცხადა „პალიტრანიუსის“ ეთერში თაკო ჩარკვიანმა.

გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g