ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შეშფოთების საგანია, როდესაც ევროპელი პარტნიორები საქართველოში მოვლენების ბოლო განვითარებას ხედავენ, მათ შორის, ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ეს ეხება ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას.
“ჩვენ გვსურს, რომ ეს დავა და სირთულე გადაწყდეს მშვიდობიანად,” – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე – რატომ არის მნიშვნელოვანი ნატო-სთვის საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა და მოახდენს თუ არა გავლენას არსებული კრიზისი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, სტოლტენბერგმა ასე უპასუხა:
„ნატო არის ალიანსი, რომელიც დგას ისეთ ძირითად ფასეულობებზე, როგორიც არის კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ინდივიდუალური თავისუფლებები და ეს, რა თქმა უნდა, ყველა ალიანსის წევრისთვის მნიშვნელოვანია. ეს არის მიზეზი, რატომაც მივესალმებით ამ პროგრესს, რომელსაც საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით მიაღწია. ნატო-ს წევრებიც მხარს უჭერდნენ ქვეყნის მიერ გაწეულ ამ ძალისხმევას.
“ჩვენი შეშფოთების საგანია, როდესაც ვხედავთ ამ ბოლო განვითარებას საქართველოში, მათ შორის, ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას და გვსურს, რომ ეს დავა და სირთულე მშვიდობიანად გადაწყდეს. საქართველომ გააგრძელოს რეფორმების შესრულება და ქვეყნის დემოკრატიულობის განვითარებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის მიერ გაწეულ მედიაციას, ამაზე შეხვედრისას ვისაუბრებთ, ალბათ ამ საკითხს ალიანსის წევრებიც დააყენებენ,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.