გადაცემა – „New-York With Tamia / ნიუ-იორკში თამიასთან“, რომლის მიზანი ნიუ-იორკიდან 21-ე საუკუნის ემიგრაციის ისტორიის გაშუქებაა, საზოგადოებას ამერიკაში მოღვაწე ქართველი მსახიობისა და ტელეწამყვანის იმედა არაბულის ამჟამინდელი ცხოვრების შესახებ უყვება.
იმედა არაბული აცხადებს, რომ ამერიკა ძალიან დიდი შესაძლებლობის ქვეყანაა, თუმცა ამ შესაძლებლობების გამოყენება დაუყოვნებლივ არ არის შესაძლებელი და ამისთვის ბევრი შრომა და მიზნისკენ სწრაფვაა საჭირო.
„ყველაზე მეტად დედაჩემი მენატრება, სახლი, ქალაქი თბილისი.. თეატრი, ჩემი საქმე, რასაც ვაკეთებდი და ჩემი მეგობრები. ძალიან მაკლია..
მივყვები დინებას, ყოველდღიურ რუტინას.. არასდროს ვფიქრობ რას გავაკეთებ მომავალში, როგორც მომიწევს ისე ვიქნები..
აქ ჩამოვედი 36 წლის ასაკში. დრო რომ უკან დაბრუნდეს მე ამერიკაში არ წამოვიდოდი და ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი. ვიყავი საბუთების გარეშე და ინგლისურიც ძალიან კარგად არ ვიცოდი.. ძალიან ძნელია.
ვისაც გადაწყვეტილი აქვს ამერიკაში წამოსვლა ვურჩევ, რომ არ დანებდნენ, რთულია, ადვილი არაა აქ ყოფნა, რადგან ყოველდღიური ბრძოლა გიწევს გადარჩენისთვის, არსებობისთვის.
იყავით მოტივირებული, მობილიზებული და იცოდეთ, რომ ყველაფერი გადალახვადია. პატარ-პატარა წარუმატებლობები ნუ შეგაშინებთ, იბრძოლეთ.
როდესაც ეს ქვეყანა ხედავს, რომ შენ არ დანებდი, იბრძვი, გაფასებს და გაძლევს ყველაფერს. ბევრი შესაძლებლობების ქვეყანაა, მაგრამ ეგრევე არ გაძლევს ამ ყველაფერს..
მგონია, რომ გამოცდას გიწყობს სულ ეს ქვეყანა.. ნერვები როგორ გეყოფა, სადამდე გასტანს შენი მოთმინება, გწვრთნის და გამობრძმედილი გამოდიხარ ბოლოს“, – აცხადებს იმედა არაბული.
“მგონია რომ ეს ქვეყანა რაღაც გამოცდას გიწყობს სულ”
იმედა არაბულის-მონატრება
გავიხსენოთ ?? ეპიზოდები პირველი სეზონიდან.Posted by New York With Tamia • ნიუ იორკში თამიასთან on Saturday, 19 August 2023