„ლივერპულს“ ჩემპიონობამდე 6 მატჩიღა დარჩა. მან შეიძლება ტიტული პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ნაადრევად მოიპოვოს.
გვარდიოლამ მეექვსედ წააგო მოურინიოსთან. უფრო მეტჯერ პეპი კლოპთან მარცხდება – 9.
„სიტიმ“ წააგო 6 მატჩი ამ სეზონში. ეს გვარდიოლას ხელში უარესი შედეგის განმეორებაა.
„სიტიმ“ ზედიზედ ორი თამაში 2018 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად წააგო.
„სიტიმ“ პირველად ვერ გაიტანა გვარდიოლას ხელში ორ მატჩში ზედიზედ.
ფატი ყველაზე ახალგაზრდა დუბლის ავტორია ლა ლიგაში. მან 2 გოლი 100 წამში გაიტანა მესის პასებით.
მესი საუკეთესო ასისტენტია და ბომბარდირია ლა ლიგაში. მას 8+14 აქვს 17 მატჩში.
Mundo Deportivo: მესი „ბარსელონასთან“ კონტრაქტს ყოველ სეზონში თავიდან გააფორმებს ხოლმე.
კიკე სეტიენი მხოლოდ მეექვსე მწვრთნელი იყო ვალვერდეს შემცვლელთა შორტ-ლისტში.
„ფუენლაბრადას“ მოთამაშეს წითელი ბარათი გააუქმეს VAR-ის გამო. ის მოედანზე დაბრუნდა, იჩხუბა და კიდევ ერთხელ გააგდეს.
ჩინეთის ჩემპიონატის სტარტი გადაიდო. მიზეზი მარტივი მისახვედრია – კორონავირუსი.
ჰოლანდი ბუნდესლიგაში ყოველ 20 წუთშო იტანს. სამ შეხვედრაში – ჰეთ-თრიქი, დუბლი და დუბლი.
ლუკაკუს 4 გოლი აქვს წელს სერია ა-ში. მისმა ყოფილმა „მანჩესტერმა“ ამდენივე გაიტანა პრემიერლიგაში.
დანიელ მალდინის დებიუტი ქონდა „მილანში“. მისმა მამამ (პაოლო) და ბაბუამ (ჩეზარე) კლუბში 995 მატჩი ჩაატარეს.
ჩირო იმობილემ 25 გოლი გაიტანა 21 სერია ა-ს მატჩში. ეს საუკეთესო შედეგია 1959 წლის შემდეგ.
„იუვენტუსმა“ პირველმა მოიგო სერია ა-ში 1600 მატჩი.
კრიშტიანო რონალდოს 50 (40+10) ქულა აქვს სერია ა-ს 50 მატჩში.
რონალდომ „იუვენტუსის“ მაისურით 50 გოლი გაიტანა, ამისთვის 70 მატჩი დასჭირდა.
რონალდო „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელია ბოლო 14 წელიწადში და მეორე ისტორიაში, რომელმაც სერია ა-ს ზედიზედ 9 მატჩში გაიტანა.
რონალდომ 126 პენალტი გაიტანა კარიერაში. სულ 151 მცდელობა ქონდა.