ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ახალი ცნობები ვრცელდება.
როგორც აფხაზეთის საინფორმაციო – ანალიტიკური ცენტრი წერს, შემთხვევის დროს პატარებს ეძინათ, მათი მშობლები კი სოფელში არ იმყოფებოდნენ. ხანძარი კი სავარაუდოდ ბენზინის ავზის აფეთქებამ გამოიწვია.
„გალში მომხდარი ტრაგედიის ყველაზე პატარა მსხვერპლი ოთხი თვისაა, უფროსი კი 7 წლის.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია თითქოს ადგილზე მეხანძე-მაშველები არ მივიდნენ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
ჭოლარიების სახლი ხის იყო და ხანძარი ძალიან სწრაფად გავრცელდა – პატარებს კი ეძინათ. ბავშვების ბებია საავადმყოფოშია გადაყვანილი. მშობლები კი სოფელში არ იმყოფებოდნენ.
როგორც „აფხაზური წყაროები“ წერენ, სახლში ბენზინის ავზი აფეთქდა“, – წერია აფხაზეთის საინფორმაციო – ანალიტიკური ცენტრის ფეისბუქ გვერდზე.