2016 წლის ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანია ესპანური Iberia გახდა. სააგენტო „FlightStats”-მა გასული წელი შეაჯამა და პლანეტის ყველაზე პუნქტუალური გადამზიდების რეიტინგი შეადგინა. ლიდერთა ათეულში, გარდა ესპანეთისა, ასევე იაპონური JAl, ამერიკული Delta Air Lines, ჰოლანდიური KLM, კატარის ავიახაზები, ავსტრალიური Austrian და იაპონური ANA მოხვდა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რეიტინგის ლიდერმა Iberia-მ 2016 წელს 84 ათასი საერთაშორისო რეისი შეასრულა და მათი 88% დროულად, ყოველგვარი დაგვიანების გარეშე გაფრინდა. შეგახსენებთ, რომ რეისი განრიგის მიხედვით შესრულებულად მიიჩნევა, თუკი ის გამოცხადებულ დროს 15 წუთზე მეტით არ გადააჭარბებს. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში მოხვედრილმა ავიაკომპანიებმა თავისი რეისების 80%-ზე მეტი დროულად შეასრულეს.