„შეუძლებელია!“ – ეს მხოლოდ უსუსური განცხადებაა, რომლის უკან პატარა ადამიანები იმალებიან. „შეუძლებელია!“ – არა ფაქტი, არამედ სუსტი ადამიანის მოსაზრებაა. „შეუძლებელია!“ – არა განაჩენი, არამედ გამოწვევა, საკუთარი თავის გამოვლენის შანსია“, – თვლიდა მუჰამედ ალი, რომელმაც საკუთარი მაგალითით დაუმტკიცა ყველას, რომ „ნებისმიერი შეუძლებელი ადრე თუ გვიან აუცილებლად შესაძლებელი გახდება“.
fortuna.ge გთავაზობთ მუჰამედ ალის ცნობილ გამონათქვამებს:
- თუ დაგესიზმრა, რომ დამამარცხე, უმჯობესია გაიღვიძო და სწრაფად მომიხადო ბოდიში!
- რაც უფრო გუწრფელი ხარ, მით უფრო მეტი ცდილობს შენს მოტყუებას.
- დუმილი – ოქროა, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა არ შეგიძლია ღირსეული პასუხის გაცემა.
- როცა სწორად მოქმედებ, არავის უნდა შენი დანახვა, თუმცა ყველა გამჩნევს როცა გეშლება.
- არ ვარ ვალდებული ვიყო ის, რისი დანახვაც თქვენ გინდათ, მე თავისუფალი ვარ და უფლება მაქვს ვიყო ის, რაც მე მინდა.
- ადამიანები მანამდე არ აფასებენ ერთმანეთს, სანამ საბოლოოდ არ დაკარგავენ.
- მაშინაც უნდა ხარობდე საკუთარი შვილებით, როცა საშინლად იქცევიან და იმედს გიცრუებენ.
- სიზმრების რეალობად ქცევის საუკეთესო მეთოდი – გაღვიძებაა.
- ადამიანმა, რომელმაც 50 წლის ასაკშიც ზუსტად ისეთად დაინახა სამყარო, როგორიც 20 წლისას ეჩვენებოდა, ფუჭად დახარჯა მთელი 30 წელი.
- როცა ვხუმრობ, ყოველთვის სიმართლეს ვამბობ, რადგან სიმართლე ყოველთვის სასაცილო.
- მიზნის მიღწევაში არა ის მთები გიშლის ხელს, რომელთა გადალახვა გიწევს, არამედ ის კენჭი, რომელიც ფეხსაცმელში ჩაგივარდა.
- რაც უფრო მეტს ეხმარები სხვას, მით უფრო მეტად ეხმარები საკუთარ თავს.
- სანამ ადამიანები საკუთარ თავს ერთმანეთის მოკვლის უფლებას აძლევენ, სამყაროში არასდროს იქნება მშვვიდობა.
- მამალი მხოლოდ მაშინ ყივის, როცა ნათელს ხედავს, დაამწყვდიე ბნელ ფარდულში და არასდროს იყივლებს.. მეც ასე ვარ, მე ნათელი ვნახე და სწორედ ამიტომ ვყივივარ.
- მუდმივად დაშვებული შეცდომების სინანული – ყველაზე დიდი შეცდომაა.
- ვისაც არ ჰყოფნის გამბედაობა გარისკოს, ვერაფერს მიაღწევს ცხოვრებაში.
- სინამდვილეში კრივი გასართობია, როცა თეთრკანიანები სიამოვნებით უყურებენ, როგორ ამტვრევენ შავები ერთმანეთს თავ-პირს.
- იუმორი საუკეთესო გამოსავალია დამალო საკუთარი დარდი და ყველას მხიარულად მოაჩვენო თავი.
- ყველაზე რთული იმ ბრძოლაში გამარჯვებაა, როცა სიზარმაცეს ებრძვი.
- არცერთი დარტყმა არ უნდა დატოვო უპასუხოდ, მზის დარტყმის გარდა.
- რთულია იყო მოკრძალებული, როცა ჩემსავით სახელოვანი ხარ.
ცნობილი გამონათქვამები