ყველაზე საშიშ რბოლაში მოტოციკლისტმა სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა. მრბოლელი დინ ჰარისონი გახდა პირველი რაიდერი, რომელმაც ლეგენდარული Isle of Man TT-ის შეჯიბრში 215 კმ/სთ-ზე მეტის განვითარება შეძლო. ჰარისონმა პირველი მცდელობისას 216,34 კმ/სთ აკრიფა და 16 წუთსა და 50 წამში 216,34 კმ-ის გავლა შეძლო. ეს მაჩვენებელი კი ნამდვილად რეკორდულია და მსგავსი შედეგი რბოლის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა. თუმცა, მიუხედავად ასეთი მონდომებისა, ჰარისონმა გამარჯვება მაინც ვერ შეძლო. საქმე ისაა, რომ მოტოციკლეტისტი რბოლას მეოთხე მოსახვევში გამოეთიშა, რადგან მას გადაბმულობის პედალმა უმტყუვნა. Isle of Man TT-ის წლევანდელი გამარჯვებული კი მაიკლ დანლოპი გახდა. დანლოპის საშუალო სიჩქარე 213,9 კმ/სთ იყო.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრს კიდევ ერთი რეკორდსმენი ყავდა. პიტერ ჰიკმანმა ლამის ჰარისონის შედეგი გაიმეორა და საათში 216,3 კმ განავითარა.