LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ტკბილი, გრილი, ფერადი და მხიარული დღე – მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალი გაიმართება

1123
ნაყინის ფესტივალი

მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი შაბათს, 13 ივლისს არის დაგეგმილი.  

ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, ყველაზე ტკბილი, გრილი, ფერადი და მხიარული დღის შექმნაში მონაწილეობას ნაყინის უდიდესი მწარმოებლები და სტარტაპები მიიღებენ. ფესტივალი დატვირთული იქნება მუსიკალური და გასართობი პროგრამებით. 

„შეძლებთ საფესტივალო გარემოში გაეცნოთ ნაყინის ახალ და კლასიკურ გემოებს. რაც მთავარია, ყველაზე ჯანსაღ გარემოში! ფესტივალი, რომლითაც 2012 წლიდან ყოველ წელს განებივრებთ 13 ივლისს 14:00-დან 20:00 საათამდე ტრადიციულად, მთაწმინდის პარკის მთავარ მოედანზე გაიმართება. მოგიწყობთ ნაყინის ნამდვილ ფესტივალს! ნამდვილ დღესასწაულს“ – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები