LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე უფროს გედენიძეს, უამრავი კომაროველი დაემშვიდობება… გაიხსენებს მის ადამიანობას, რომელსაც ფიზიკასთან ერთად უნერგავდა თაობებს, მოგვენატრები ბაბუ“ – ნათია გედენიძე გიორგი გედენიძის გარდაცვალების შესახებ

260
გიორგი გედენიძე

კომაროვის სკოლის პედაგოგი, გიორგი გედენიძე გარდაიცვალა. გიორგი გედენიძე ცნობილი ფოტოგრაფის, ირაკლი გედენიძის მამა იყო.

გიორგი გედენიძის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუს აქვეყნებს ირაკლი გედენიძის მეუღლე, ნათია გედენიძე.

„სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მისი გონება არ აჩერებდა პროდუქტიულ აზროვნებას. ბოლო სახელმძღვანელო 83 წლის ასაკში, ორი წლის წინ ჩააბარა…. კარგი მამა გყავდა..

მე ძალიან ჭკვიანი და თბილი მამამთილი მყავდა.

ყველაზე უფროს გედენიძეს, უამრავი კომაროველი დაემშვიდობება … გაიხსენებს მის ადამიანობას, რომელსაც ფიზიკასთან ერთად უნერგავდა თაობებს.

მოგვენატრები ბაბუ“, – წერს ირაკლი გედენიძის მეუღლე, ნათია გედენიძე.

„წლების განმავლობაში ასწავლიდა ფიზიკას, არის უამრავი პედაგოგისა და მეცნიერის აღმზრდელი მასწავლებელი, მისი ავტორობით შექმნილი სახელმძღვანელოებით თაობები სწავლობენ“ – კომაროვის სკოლის პედაგოგი გიორგი გედენიძე გარდაიცვალა

სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მისი გონება არ აჩერებდა პროდუქტიულ აზროვნებას. ბოლო სახელმძღვანელო 83 წლის ასაკში, ორი წლის წინ ჩააბარა…. Irakli Gedenidze კარგი მამა გყავდა..

Posted by Natia Gedenidze on ორშაბათი, 08 სექტემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g