LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველგანმავლები და ქროსოვერები ყველაზე ამტან ავტომობილებად დაასახელეს

120

ამერიკული სააგენტოს iSeeCars-ის პეციალისტებმა იმ ავტომობილების რეიტინგი შეადგინეს, რომლებსაც შეუძლიათ მფლობელები 320 000 კილომეტრის გარბენის შემდეგაც კი გაახაროს.

გასაკვირი  არ არის, რომ ყველაზე გამძლე ავტომობილების სიაში ყველგანმავლები და ქროსოვერები დომინირებენ. ამერიკელმა სპეციალისტებმა 13 000 000-ზე მეტი ავტომობილის ანალიზი ჩაატარეს და დაადგინეს, რომელ მოდელებს შეუძლიათ 320 000 კილომეტრი დაფარონ და ასეთი ”მარათონის” შემდეგ რა პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას.

აღმოჩნდა, რომ გამარჯვებული ავტომობილები წლის განმავლობაში საშუალოდ 23 180 კილომეტრს გადიან, რაც 14%-ით მეტია სხვა მოდელებთან შედარებით. უდავო ლიდერები სრულზომიანი ამერიკული ყველგანმავლები Ford Expedition და Chevrolet Tahoe გახდნენ, რომლებიც 320 000 კილომეტრს უპრობლემოდ გადიან და მხოლოდ უმნიშვნელო დეფექტები აღენიშნებათ.

ყველაზე ამტანი ავტომობილების ჩამონათვალს პიკაპები აგრძელებენ, რომელთა მძღოლებიც 320 000 კილომეტრზე გადიან, ეს კი 37%-ით მეტია ვიდრე სხვა ავტომობილები.

ათეულში ასევე შევიდნენ ისეთი მოდელები, როგორებიც არის: Toyota Sequoia, Toyota 4Runner, GMC Yukon, Toyota Avaion, Honda Accord, Toyota Odyssey და Ford F-150.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები