ყვითელი ცხელება მწვავე ვირუსულ ჰემორაგიული დაავადებაა, რომელიც გადაეცემა ინფიცირებული კოღოს საშუალებით. პაციენტთა გარკვეულ ნაწილს სიყვითლე უვითარდება. დაავადების მძიმე ფორმის დროს და მკურნალობის გარეშე, ლეტალური გამოსავალი მოსალოდნელია შემთხვევათა 50 %-ში. ყვითელი ცხელების სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობოს. მკურნალობა სიმპტომურია. საქართველოში ადგილობრივი შემთხვევები დარეგისტრურებული არ არის. მიზეზი ყვითელი ცხელებისა არის აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობა.
ურბანულ ზონაში მატარებლებს წარმოადგენენ ადამიანები და Aedes სახეობის კოღოები. ტყეში კი ინფექციის წყარო და რეზერვუარი შეიძლება იყოს გარეული ცხოველი. დაავადება გადაეცემა ინფიცირებული კოღოს კბენით. ამავე სახეობას გადააქვს ზიკა ვირუსი, ჩიკუნგუნია და დენგეს ვირუსი. კოღო ინფიცირდება დაავადებული ადამიანის ან მაიმუნის კბენის შედეგად. დაავადება ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა. ყველა ადამიანი ხდება ავად, ვისაც აქვს რისკის ფაქტორებთან შეხება. დაავადების გადატანის შემდეგ ადამიანს უვითარდება მყარი იმუნიტეტი.

ვაქცინაცია ყვითელი ცხელების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. ვაქცინა უსაფრთხო და ხელმისაწვდომია. ერთჯერადი დოზა უზრუნველყოფს დაავადების წინააღმდეგ მუდმივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას. ასევე მნიშვნელოვანია მიმდებარე ტერიტორიაზე, წყლის შესანახი კონტეინერების დაცლა, გაწმენდა, თავდახურულ მდგომარეობაში მოყვანა. პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული კლინიკური დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა, ზუსტი დიაგნოსტირებისათვის კი აუცილებელია კლინიკური დიაგნოზი დადასტურებული იყოს ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე.
პაციენტი უნდა იქნას იზოლირებული, რათა თავიდან ავიცილოთ კოღოსგან დაკბენა გადამდებლობის პერიოდში. მართალია დაავადება არ გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს კონტაქტის გზით, თუმცა, ვინაიდან მრავალ ინფექციას ახასიათებს მსგავსი სიმპტომები და გადამადებლობა, საჭიროა პაციენტის იზოლაცია ყვთიელი ცხელების დიაგნოზის დადასტურებამდე. არ საჭიროებს საკარანტინო ღონისძიებებს. კოღოები მრავლდებიან ტროპიკულ ტყეებში, ნესტიან და ნაწილობრივად ნესტიან პირობებში, ამავდროულად ადამიანის მიერ შექმნილ ისეთ კონტეინერებსა და სათავსოებში, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდება წყლის დაგროვება. ინფიცირებული კოღოებისა და ადამიანების გაზრდილი კონტაქტი, განსაკუთრებით ქალაქებში, სადაც მოსახლეობა არ არის აცრილი ყვითელი ცხელების წინააღმდეგ, შესაძლოა იქცეს ეპიდემიის მიზეზად. ბუნებრივი კატასტროფებისას ეპიდემიის პრევენციის საუკეთესო გზას მასიური ვაქცინაცია წარმოადგენს.