LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაალ უდუმაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს და მედიაში ბრუნდება

314
news_31952_1

ზაალ უდუმაშვილი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს და მედიაში ბრუნდება.

მისი განცხადებით, მედიაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მისი შეფასებით, დღეს „დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება“.

„ეს იყო მართლაც უდიდესი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში და დიდი პატივი, რომ ბრძოლის წინა ხაზზე ვყოფილიყავი და გამევლო ყველა ის სირთულე, რომელიც ამ პარტიამ მთელი ამ წლების განმავლობაში გაიარა. ვიქნები სუბიექტური და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის ორგანიზაციას, რომელთან ერთადაც ეს წლები ძალიან ახლოს გავატარე. დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად ყოფნა. დარწმუნებული ვარ, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ის პარტია, რომელიც თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის მომავალში, როდესაც ამ ქვეყანაში აუცილებლად განხორციელდება ცვლილებები, შეიცვლება რეჟიმი და ეს ძალიან მალე მოხდება. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ცვლილებების ფლაგმანი იქნება.

ვფიქრობ, დღეს მთავარი ბრძოლის ხაზი მედიაზე გადის. ისევე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება და ეს კარგად დაგვანახა იმ ბოლო მოვლენებმა, რომელიც მედიაში ვითარდება. ამიტომ მე, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მედიაში დავბრუნდები. ბრძოლის ველიდან არ გავდივარ, ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა დისლოკაციის ადგილს ვიცვლი. ვიცი წინასწარ, რა იქნება მთავარი შეკითხვა, თუ სად მივდივარ, მაგრამ ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკას ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ გარკვეულ წესებს ვიცავ. გპირდებით, რომ ძალიან მალე ეთერში შევხვდებით“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g