სატრანსფერო ციებ-ცხელება უკვე დაწყებულია. ძირითადად ჭორები, გეგმები და ანონსებია, მაგრამ რაღაცეები უკვე მოგვარებულიცაა.
აი სია უკვე შემდგარი გადასვლების და ისეთებიც, ერთი ნაბიჯი რომ დარჩა.
ბენჟამენ პავარი – შტუტგარტი-ბაიერნი – 35 მლნ ევრო
მოანეს დაბური – ზალცბურგი-სევილია – 15 მლნ ევრო
აარონ რემსი – არსენალი-იუვენტუსი – უფასოდ
ფრენკი დე იონგი – აიაქსი-ბარსელონა – 75 მლნ ევრო
ედერ მილიტაო – პორტო-რეალი – 50 მლნ ევრო
კრისტიან პულიშიჩი – დორტმუნდი-ჩელსი – 64 მლნ ევრო
ლუკა ერნანდესი – ატლეტიკო-ბაიერნი – 80 მლნ ევრო
როდრიგო – სანტოსი-რეალი – 45 მლნ ევრო
სავარაუდო
ტიმო ვერნერი – ლაიპციგი-ბაიერნი – 40-60 მლნ ევრო
ექტორ ერერა – პორტო-ატლეტიკო – 30 მლნ ევრო
დიეგო გოდინი – ატლეტიკო-ინტერი – უფასოდ
- ყველაზე შთამბეჭდავი „ბაიერნია“. პავარისა და ერნანდესისთვის მიუნხენელებმა 115 მლნ ევრო დახარჯეს, შემდეგი ტიმო ვერნერი უნდა იყოს, რომლის გადაბირება კლოპსაც უნდა „ლივერპულში“.
- ზიდანის „რეალში“ დაბრუნების ერთ-ერთი პირობა ხარისხიანი გაძლიერება იყო. მადრიდელებმა ორი ბრაზილიელი უკვე აიყვანეს: დაცვის ცენტრში მილიტაო მივა, მარცხნივ კი 18 წლის როდრიგო. მთავარი კი ზიზუს სიაა: მბაპე, აზარი, მანე და პოგბა.
- „ჩელსიმ“ იანვარში დორტმუნდის სათადარიგო პულიშიჩი გამოისყიდა.
- საინტერესო ტრანსფერია დე იონგის გადასვლა „ბარსელონაში“. „აიაქსმა“ ეს მოთამაშე 1 ევროდ აიყვანა და 75 მილიონად გაყიდა.
- „არსენალმა“ აარონ რემსი არ დააკავა და უელსელი სამომავლოდ „იუვენტუსისთვის“ ირბენს.
- დიეგო გოდინის წასვლაზე „ატლეტიკოს“ არაფერი უთქვამს, თუმცა ამბობენ, რომ ურუგვაელი იანვარში მედგამოკვლევაზე იყო „ინტერში“.
და კიდევ:
Canal+-მა დაწერა, რომ „რეალმა“ და რაბიომ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ კი სეზონის ბოლოს შესაძლოა 6 ფეხბურთელმა დატოვოს. ესენია: ანდერ ერერა (პსჟ-ს აინტერესებს), ხუან მატა (ბარსელონას ელაპარაკება), ალექსის სანჩესი, ანტონიო ვალენსია, მარკოს როხო და მატეო დარმიანი.