LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზაფხულის ამ პარალიმპიურ თამაშებზე ქართული და მსოფლიო სპორტის ორი ვარსკვლავი უკვე დაიბადა, გიგა ოჩხიკიძე და ანა ჯაფარიძე – ანა და გიგა, ჩვენი პარა ტაეკვონდოს და პარა მძლეოსნობის ნაკრები გუნდები თბილისში 3 სექტემბერს 21:50 საათზე დაბრუნდებიან, დახვდი საქართველო“ – რატი იონათამიშვილი

182
რატი იონათამიშვილი, გიგა ოჩხიკიძე, ანა ჯაფარიძე

„ზაფხულის ამ პარალიმპიურ თამაშებზე ქართული და მსოფლიო სპორტის ორი ვარსკვლავი უკვე დაიბადა, გიგა ოჩხიკიძე და ანა ჯაფარიძე, ამ სურათზე ისინი ერთად არიან, პარალიმპიელთა გაცილებაზე. ანა 19 წლის არის, გიგა – 33-ის და აქედანაც ჩანს პარალიმპიური მოძრაობის უნიკალურობა“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.

როგორც მმართველი გუნდის წევრი სოციალურ ქსელში წერს, ანა და გიგა, პარა ტაეკვონდოს და პარა მძლეოსნობის ნაკრები გუნდები თბილისში 3 სექტემბერს საღამოს 21:50 საათზე დაბრუნდებიან.

რატი იონათამიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს დახვდნენ ჩემპიონებს.

„სანდრო მას, მინდა ყველამ იცოდეს თუ რამხელა წვლილი მიგიძღვით პარალიმპიურ თამაშებზე მოპოვებულ მედალში“ – ანა ჯაფარიძის ემოციური მიმართვა მწვრთნელს

მისი თქმით, „სამმა ქვეყანამ ალიანსი შეგვიკრა, ბევრს ეცადნენ, რომ დავეჩაგრეთ, მაგრამ ჩვენ შევძელით საკუთარი სიმართლის დაცვა და არაფერია იმაზე საამაყო და ღირსეული, როცა შენ შენი ქვეყნის მოქალაქის და პარასპორტსმენის უფლებებს სხვა, უცხო ქვეყანაშიც იცავ“:

სენ დენიზე საქართველოს ჰიმნი მაინც გაჟღერდება, კომისიამ საბოლოო ვერდიქტი გამოაცხადა და გიგას ოქროს მედალიც დაუბრუნდა და მსოფლიოს რეკორდიც! – რატი იონათამიშვილი

„ბოლო სამი წლის მანაძილზე დავისახეთ მიზნები და თავდაუზოგავად ვიმუშავეთ კომიტეტმა მწვრთნელებთან და ექიმებთან ერთად, რომ ჩვენი სამშობლო გვესახელებინა! და ეს შევძელით! ანამ, სპორტული ნიჭის გარდა, დახვეწილი მანერებით მოხიბლა აქ ყველა, მათ შორის, ჯეკი ჩანი; გიგა კი ბირთვის კვრაში მარტო პარიზი2024-ზე კი არა, პარალიმპიური სპორტის ისტორიაში პირველია. სამმა ქვეყანამ ალიანსი შეგვიკრა, ბევრს ეცადნენ, რომ დავეჩაგრეთ, მაგრამ ჩვენ შევძელით საკუთარი სიმართლის დაცვა და არაფერია იმაზე საამაყო და ღირსეული, როცა შენ შენი ქვეყნის მოქალაქის და პარასპორტსმენის უფლებებს სხვა, უცხო ქვეყანაშიც იცავ. არავის აჩაგვრინებ და ერთობითა და სიმართლით იმარჯვებ უსამართლობაზე. ეს ისტორიები შთაგონებაა ჩვენი სხვა, საამაყო პარასპორტსმენებისთვის. შეგახსენებთ, ეტლით მოფარიკავეებს, პარა ძიუდოს და პარა წოლჭიმს ჯერ ასპარეზობა არც დაუწყიათ. ანა და გიგა, ჩვენი პარა ტაეკვონდოს და პარა მძლეოსნობის ნაკრები გუნდები კი თბილისში 3 სექტემბერს საღამოს 21:50 საათზე დაბრუნდებიან. დახვდი, საქართველო“ – წერს იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

ზაფხულის ამ პარალიმპიურ თამაშებზე ქართული და მსოფლიო სპორტის ორი ვარსკვლავი უკვე დაიბადა. გიგა ოჩხიკიძე და ანა ჯაფარიძე….

Posted by Rati Ionatamishvili on კვირა, 01 სექტემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g