დიზაინერი დიანა ქვარიანი მომხმარებელს ზაფხულის კოლექციას თავაზობს.
როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას თავად დიზაინერმა აღნიშნა, კოლექციაში შედის: ქალბატონების სარვლები, მაისურები, კაბები, ფეხსაცმელები და ჩანთები. ქვარიანის თქმით, კოლექცია სხვადასხვა ქსოვილებისგანაა შექმნილი, რომლებიც დიზაინერს იტალიიდან და საფრანგეთიდან ჩამოაქვს.
გეტყვით იმასაც, რომ დიზაინერის ნამუშევრის ხილმა მსურველებს Mercedes-Benz Fashion Week-ზე შეეძლოთ, სადაც ქვარიანმა შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა. სასურველი პროდუქციის შეძენა 300 ლარიდან 1200 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ, მისამართზე ფალიაშვილის N62. ამას გარდა, ფილიალი არის ბათუმშიც, აბაშიძის 6 ნომერში.