LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაგრების საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბავშვებისთვის უფასო გახდა

104
zagreb-1

ხორვატიის დედაქალაქში 18 წლამდე ასაკის ყველა მოქალაქე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას უფასოდ შეძლებს. მგზავრობა უფასო იქნება ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვისაც, წერს Croatia Week.

ამიერიდან 120 ათასი ბავშვი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ავტობუსით, ტრამვაით თუ სხვა ტრანსპორტით საფასურის გარეშე გადაადგილდება. მთლიანობაში სიახლით დაახლოებით 300 ათასი ადამიანი ისარგებლებს.

უფასო ბილეთის მისაღებად სპეციალური ბარათის გაფორმებაა საჭირო. ხოლო მათ, ვისაც ჩვეულებრივი სამგზავრო უკვე ნაყიდი აქვს, ფულს დაუბრუნებენ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს უფასო მგზავრობის საშუალება 65 წელს გადაცილებულმა მოქალაქეებმა მიიღეს.

ევროპა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების მეტი სტიმული მისცეს და არაეკოლოგიურ საწვავზე მომავალშიც უარი ათქმევინოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები