ტეილორ სვიფტი, რომელიც დაბადების დღეს 13 დეკემბერს აღნიშნავს, სტივენ კოლბერთან ერთად The Late Show-ს ჩაწერას დაესწრო. ტეილორი ელეგანტურად გამოიყურებოდა და მისთვის საყვარელ ლუქში იყო გამოწყობილი, მან მინი ქვედაბოლო ჩექმებთან და ფუმფულა ბეწვის ქურთუკთან ერთად მოირგო.
ფოტო: ტაბლოიდების ცნობით, ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი საქორწილო ფიცს ლეგენდარულ სასახლეში დადებენ
კერძოდ, ტეილორს „მიუ მიუს“ შოტლანდიური ქვედაბოლო, შავი ბოდე და ყავისფერი კოლჰოტები ეცვა. მომღერლის მოკლე ხელოვნური ბეწვის პალტო „მაქს მარას“ ბრენდის იყო, ხოლო ზამშის ჩექმები, „კრისტიან ლაბუტინის“. სვიფტის ჩექმების მოდელს ფართო, მოხრილი ქუსლი ჰქონდა და მას „ჯეინ ბოტა“ ერქვა. ერთი წყვილი დაახლოებით 2000 დოლარი ღირს.
მელანია ტრამპი წითელი ჯვრის ღონისძიებაზე ჯინსებსა და ზამშის ჩექმებში გამოჩნდა
ეს ფეხსაცმელი წელს მელანია ტრამპის საყვარელი მოდელია. ცოტა ხნის წინ, პირველი ლედი გადაიღეს ამავე ჩექმებში, მაგრამ ოდნავ განსხვავებული ქუსლებით.

