„სალომე სამადაშვილი ხელმოცარული დიპლომატია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც იგი „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ ენმ-ის თავმჯდომარეზე, ლევან ხაბეიშვილზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ზარქუას აზრით, სალომე სამადაშვილი „ნაცმოძრაობას“ რაც არ უნდა გაემიჯნოს, ის, ყოველთვის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვან ფიგურად გაახსენდება, ოღონდ, როგორც ხელმოცარული დიპლომატი:
„რატომ ვუწოდებ? [ხელმოცარულს] – 2008 წელს, როცა რუსეთი თავს დაგვესხა, ევროკავშირში საქართველოს ელჩი იყო და რუსეთის წინააღმდეგ სანქცია ერთ სახელმწიფოს ვერ დაადებინა. ახლა, დღეს თავგამოდებით უკრაინელები გახდნენ. ეს არის ამათი კომპეტენცია.
ახლა ვითომ „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნა და ხაბე რა შუაშია, ახლა არ მოსწონთ ხაბე? – ხაბე მებრძოლი ბიჭია, ყველას სჯობს, მაგ ხელმოცარულს მაინც.
ზარქუა: ვინ უნდა გაასამართლოს მოსამართლე? ხაბეიშვილმა, მწვალებელთა პარტიის ღირსეულმა წარმომადგენლებმა და ბუჩუკურმა?
„ხალხმა კიდევ ერთხელ ნახა, განსხვავება მმართველ პარტიასა და რადიკალებს შორის - ვინ ზრუნავს ქვეყნის ინტერესებზე, ქართველ ხალხზე, კეთილდღეობაზე.“
იმ სამს სჯერა, რომ პარტიაში იმპერატორები არიან. ახლა ხაბე არ მოსწონთ, არაფერიც, ხაბე იმსახურებს „ნაცმოძრაობას“ და „ნაცმოძრაობას“– ხაბეს.“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, „ლელოს“ ერთ-ერთმა დეპუტატმა და ენმ-ის ყოფილმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთლიანად მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების ხმებზე დგას, რასაც მისი ყოფილი თანაგუნდელები არ დაეთანხმნენ.
