LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა ჯინ შაჰინის განცხადებაზე: სისულელეა, შტერობაა, ამიტომ დაკარგეს დემოკრატებმა კონგრესში უმრავლესობა

102
Untitled design (2)

უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის მიერ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკულ შეფასებას ეხმიანება.

სენატორი შაჰინი: უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიას გადავხედოთ.. ხელისუფლებამ აშკარად უღალატა სიტყვას კანდიდატის სტატუსის ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით

ზარქუას თქმით, „ის, ვინც იტყვის – ხომ არ გადავხედოთ საქართველოსთან თანამშრომლობასო – სისულელე და შტერობაა“.

„ის, ვინც ასეთ სისულელეს იტყვის, ვერ გავიზიარებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი პარტნიორი ვინც არის – ევროკავშირი ამერიკასთან ერთად.

შაჰინი დანიშნული ჩინოვნიკია, რომელიც ევროპის გაფართოებას ხელმძღვანელობს და ასეთი არასწორი ინფორმაციებით, არასწორი მიდგომებით, ტაქტიკით, ამიტომაც არის რომ დემოკრატებმა კონგრესში უმრავლესობა დაკარგეს.

იმის მერე, რაც ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ევროკომისარი ამბობს, რომ ქვეყანა წინ არის, განვითარების სწორი მიმართულებით მივდივართ, ის, ვინც იტყვის, ხომ არ გადავხედოთ საქართველოსთან თანამშრომლობასო, სისულელეა, შტერობაა“, – განაცხადა ზარქუამ.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა შაჰინის შეფასებას, რომ საქართველოში სერიოზულ უკუსვლას ხედავენ:

„ტყუილია, ტყუილია. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ მოწადინებული ვართ, კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ამისთვის ბევრ რეფორმას მხარი დავუჭირეთ, კანონპროექტები მოვამზადეთ, მათ შორის ის, რაც ანტიკონსტიტუციურია, მაგალითად, თანამდებობის პირების არჩევა უმრავლესობით.

შეგიძლიათ, რომ ერთი მაგალითი დამისახელოთ, სად ხდება ასე? არ არსებობს პრაქტიკაში, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია მმართველი პარტიისთვის ევროინტეგრაცია, რომ ამაზე წავედით, მათ შორის დეოლიგარქიზაცია მეორე მოსმენით მივიღეთ, რადიკალურმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, კითხვები არ გიჩნდებათ?“, – განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ აშკარად უღალატა სიტყვას კანდიდატის სტატუსის ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით.

უსამართლო კრიტიკას ფასი არ აქვს, დაფინანსებაზე იდარდონ „ენჯეოებმა“, ჩვენ ვერ ვიდარდებთ – კობახიძე აშშ-ის დახმარებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g