LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზავრადაშვილი: ბიძინა ივანიშვილს თავი დაანებეთ, ეს არის ადამიანი, რომლის ამაგი განუზომელია ქართველი ხალხის მიმართ

7983
ing (1)

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველო ძალიან მალე გახდეს ევროპის დიდი ოჯახის წევრი.

როგორც ზავრადაშვილი აღნიშნავს, იმას, რასაც პრემიერი ქართველ ხალხს შეჰპირდა – აუცილებლად გააკეთებს:

“რა მიზეზითაც ის ადამიანები იქ იყვნენ (ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე), ეს იყო ევროპის დიდ ოჯახში გაერთიანების კიდევ ერთხელ დემონსტრირება.

ხელისუფლებამ ევროპისკენ ნაბიჯები გადადგა კი არა, ყველაფერი გააკეთა.

რა დაკვეთა და მოთხოვნაც იქნება, ნაბიჯ-ნაბიჯ, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე გახდეს ევროპის დიდი ოჯახის წევრი – კანონმდებლობის თუ ნებისმიერი დირექტივის ნაწილში – პრემიერმა უკვე თქვა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს”, – ამბობს ზავრადაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე – ეხება თუ არა ეს დეოლიგარქიზაციის საკითხს და ეტყვის თუ არა ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს უარს, დეპუტატი პასუხობს:

“ბიძინა ივანიშვილს თავი დაანებეთ. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომლის ამაგი განუზომელია ქართველი ხალხის მიმართ.

მაგრამ დეოლიგარქიზაციის ნაწილში, რაც გასაკეთებელი და დაკვეთაა, პრემიერი ქართველ ხალხს შეჰპირდა – აუცილებლად გააკეთებს, მაგრამ, ვნახოთ ვისაც შეეხება”, – აცხადებს ირმა ზავრადაშვილი.

დეოლიგარქიზაცია, კორუფცია, პოლარიზაცია -12 პირობა, რომლის შესრულებაც ევროკომისიამ საქართველოს მოსთხოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები