LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ფაჩულია არ დასაჯეს: არ წაქცეულა ქართველი ძალით (ვიდეო)

33

ზაზა ფაჩულიას უხეშ თამაშთან დაკავშირებით NBA-მ გადაწყვეტილება მიიღო.

ფაჩულიასა და რასელ უესტბრუკს შორის მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ პრესას ინფორმაცია მიაწოდა და განმარტებები გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ NBA-ს ბევრი მოთამაშე თუ სპორტული ჟურნალისტი ზაზა ფაჩულიას დამნაშავედ მიიჩნევდა, ამერიკულმა ლიგამ გადაწყვიტა, რომ ქართველი იმ ეპიზოდში უდანაშაულო იყო და მას რასელ უესტბრუკის წინააღმდეგ გამიზნულად არ უუხეშია. ვიდეოგანმეორების შედეგად განიმარტა, რომ ზაზას წაქცევა გამიზნული არ ყოფილა და მისი დასჯა უსამართლობა იქნებოდა.

ზაზა ფაჩულია ჯარიმისგან და დისკვალიფიკაციის საფრთხისგან ოფიციალურად გათავისუფლდა.

შეხსენების მიზნით ინციდენტის ვიდეოს ერთხელაც გთავაზობთ.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=6&v=v3wdEqrhyPo

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები