LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ფაჩულია NBA-ს საუკეთესო ცენტრებშია

25

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოახლოებული სეზონის წინ, ინტერნეტგვერდმა hoopshype.com-მა ლიგის საუკეთესო ცენტრების რეიტინგი გამოაქვეყნა, კერძოდ, 30 კალათბურთელისგან შემდგარი სია.

აღნიშნულ ჩამონათვალში “გოლდენ სტეიტის” ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია მოხვდა. ვებგვერდმა საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი 29-ე ადგილზე დააყენა.

hoopshype.com-ის აზრით, NBA-ში საუკეთესო ცენტრების ათეული ასე გამოიყურება: 1. კარლ-ენტონი თაუნსი (“მინესოტა”), 2. ნიკოლა იოკიჩი (“დენვერი”), 3. დემარკუს კაზინსი (“ნიუ ორლეანი”), 4. რუდი გობერი (“იუტა”), 5. მარკ გასოლ (“მემფისი”), 6. ჰასან უაითსაიდი (“მაიამი”), 7. დეანდრე ჯორდანი (“კლიპერსი”), 8. მაიკლ ტერნერი (“ინდიანა”), 9. ელ ჰორფორდი (“ბოსტონი”), 10. ჯოელ ემბიდი (“ფილადელფია”).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები