კრისტიან პულიშიჩმა დორტმუნდის „ბორუსიას“ ვარსკვლავ მარკო როისთან ოცჯერ სილის გაწნა წააგო.
ამერიკელ ფეხბურთელს მაგრად მოხვდება.
„ჩემი ურთიერთობა როისთან? მშვენიერია. უბრალოდ ვიკამათეთ ნბა-ს ფინალზე. მარკო ოცჯერ შემომცხებს, როდესაც დორტმუნდში დავბრუნდები, რადგან ფინალი „გოლდენ სტეიტმა“ მოიგო“, – წერს „ბილდი“.
პულიშიჩი „ბორუსიაში“ 2015 წლის იანვარში გადავიდა, როდესაც სულ რაღაც 16 წლის იყო.
გასულ სეზონში 18 წლის ნახევარმცველმა 41 მატჩში ითამაშა და 5 გოლი გაიტანა.
წლევანდელი ნბა კი, მოგეხსენებათ, ქართველი ვარსკვლავის ზაზა ფაჩულიას გუნდმა „გოლდენ სტეიტმა“ დამაჯერებლად მოიგო.