LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის გახანგრძლივების საკითხზე ეუთო-ში საგანგებო განცხადება გაკეთდა

80
ეურო

2021 წლის 11 თებერვალს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის დელეგაცია განცხადებით გამოვიდა, სადაც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების საკითხზე მსჯელობა გაიმართა. ევროკავშირის განცხადებაში, საქართველოს მხარდაჭერა და ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნაა გამოხატული. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

”ჩვენ განვაგრძობთ სხვადასხვა ფორმატის გამოყენებას საქართველოში ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის საკითხების განსახილველად. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს და დე ფაქტო ხელისუფლებას, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ახალი პროვოკაციული ნაბიჯებისაგან, რაც კიდევ უფრო გაამძაფრებს ადგილზე არსებული ისედაც მყიფე უსაფრთხოებას და ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

ამ კონტექსტში, ევროკავშირი ასევე ახსენებს რუსეთის ფედერაციას ”საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების ფარგლებში მის პასუხისმგებლობას”, – აღნიშნულია, განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები