შოვის ტრაგედიის შედეგად დაღუპულ ზაზა მესხს მეგობარი სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ემშვიდობება:
„ეკასგან..
ამაზე კარგად ნამდვილად ვერ დავწერდი :
ზაზა მესხი იყო ბედნიერი…მას უყვარდა. უყვარდა და ძალიან ეამაყებოდა თავისი შვილები. უყვარდა ლამაზი და საოცრად ნიჭიერი ალინა. უყვარდა მეგობრები. ყველას ენდობოდა და ყველაში კარგს ხედავდა.
სიგიჟემდე უყვარდა საქართველო და ყველაფერი ქართული. თავის პატარა ბაღში ვაზი ჩარგო, ტალავერს გავაკეთებო. მეშვიდე ოჯახის წევრად საქართველოდან მიუსაფარი ძაღლი აიყვანა.
საქართველო უყვარდა სიგიჟემდე. ცალმხრივად და დაუმსახურებლად. მოცვეთილი სიტყვა პატრიოტი აქ უადგილოა. ყველაზე მთავარი სიყვარული ზაზასთვის იყო მისი საქართველო.
ნათელში იყავი, ზაზა, შენს ოჯახთან ზეციურ საქართველოში, ისეთში, როგორსაც მას ხედავდი და გიყვარდა”, – ვკითხულობთ ტექსტში.