ნბა-ს ოლ სტარის მატჩის ყველა მონაწილე ცნობილია. სამწუხაროდ, სიაში ვერ მოხვდა საქართველოს ნაკრებისა და “გოლდენ სტეიტის” ცენტრი ზაზა ფაჩულია, რომელმაც გულშემატკივართა გამოკითხვაში მილიონ ნახევარზე მეტი ხმა მიიღო და სასატარტო ხუთეულში მოხვედრამდე ძალიან მცირედი დააკლდა.
შეგახსენებთ, რომ “ოლ სტარის” სასტარტო ხუთეულები ფანების, მოთამაშეებისა და მედიის წარმომადგენელთა გამოკითხვის შედეგებით შედგა, შვიდ-შვიდი სამარქაფო კი მწვრთნელებს უნდა შეერჩიათ.
დასავლეთ კონფერენციის გუნდს “გოლდენ სტეიტ უორიორსის” თავკაცი სტივ კერი წარუძღვება და მის გუნდში “მეომრების” კიდევ ორი წარმომადგენელი მოხვდა, თუმცა, მათ შორის არაა ზაზა ფაჩულია. ამდენად, საბოლოოდ გაირკვა, რომ ქართველი ცენტრი ვარსკვლავურ უქმეებზე ვერც ამჯერად გაირჯება.
მომავალ “ოლ სტარი” 19 თებერვალს ნიუ-ორლეანში შედგება და 3 კალათბურთელის მასში მონაწილეობას პირველად მიიღებს. აღმოსავლეთში ამგვარი კემბა ვოკერია, დასავლეთში კი – გორდონ ჰეივორდი და დეანდრე ჯორდანი.
დასავლეთ კონფერენციის სათადარიგოები
რასელ ვესტბრუკი, კლეი ტომპსონი, დრეიმონდ გრინი, დემარკუს კაზინსი, მარკ გასოლი, დეანდრე ჯორდანი, გორდონ ჰეივორდი.
აღმოსავლეთ კონფერენციის სათადარიგოები
აზია ტომასი, კაილ ლოური, კემბა ვოკერი, ჯონ ვოლი, პოლ ჯორჯი, კევინ ლავი, პოლ მილსეპი.