მალხაზ მაჩალიკაშვილმა და ზაზა სარალიძემ პარლამენტთან მდუმარე აქცია გამართეს. მაჩალიკაშვილი და სარალიძე პარლამენტში, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.
როგორც, ზაზა სარალიძე და მაჩალიკაშვილი აცხადებს, საგამოძიებო კომისიის წყალობით, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეზე შეიქმნა, საზოგდოებამ ბევრი ინფორმაცია მიიღო, სწორედ ამიტომ მიჩნიათ, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისიის შექმნის შემთხვევაში, ბევრი ისეთი დეტალი გამოიკვეთება, რაც საზოგადოებისთვის ჯერ არ არის ცნობილი.