LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა თავაძე: „ოცნების“ ჯერ კიდევ შემორჩენილ პროევროპულ ამომრჩეველს მინდა მივმართო – კალაძეს ევროპა უნდა თავის პირადი კომფორტისთვის და არა თქვენთვის, მორიგ ჯერზე გატყუებთ“

135
ზაზა თავაძე

„ოცნების” ჯერ კიდევ შემორჩენილ პროევროპულ ამომრჩეველს მინდა მივმართო, კალაძეს ევროპა უნდა თავის პირადი კომფორტისთვის და არა თქვენთვის, მორიგ ჯერზე გატყუებთ და თავს ნუ მოიტყუებთ“,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაზა თავაძე სოციალურ ქსელში წერს.

ზაზა თავაძე საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს და წერს, რომ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე სიცრუეს ტირაჟირებს.

„ოცნების“ ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიამერიკული მესიჯების მთავარი გამხმოვანებელი და კორუფციის სახე კალაძე, კიდევ ბედავს და ,,ოცნების” ტყუილების სტილში კვლავ თავხედურად ტირაჟირებს სიცრუეს. თითქოს ჩვენ ვერ მოვიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ ანტიდემოკრატიული, ანტიევროპული ან ანტიამერიკული გზავნილები მათ გაეკეთებინოთ.

თითქოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მხარდამჭერ პეტიციაზე ხელმოწერის გამო, ჩვენ გაგვეშვას უკანონოდ და პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან მერიის კომპეტენტური თანამშრომლები! ყველაფერს ხომ აქვს მართლა საზღვარი, კალაძის მიერ, თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე, ძალიან საეჭვო კონტრაქტით, დასანქცირებული რუსული ,,Камаз’’-ების ყიდვის არ იყოს!

P.S. ,,ოცნების” ჯერ კიდევ შემორჩენილ პროევროპულ ამომრჩეველს მინდა მივმართო, კალაძეს ევროპა უნდა თავის პირადი კომფორტისთვის და არა თქვენთვის, მორიგ ჯერზე გატყუებთ და თავს ნუ მოიტყუებთ. მოდით არჩევნებზე და ხმა მიეცით ნამდვილ პროევროპულ პარტიებს და არა მექრთამე და მატყუარა ,,ოცნება”-ს, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მოპარული ფულის გადასარჩენად, ,,ღირსებით ევროპისკენ’’ ნაცვლად, არაბებს უღირსად ხელებს უკოცნის და მზაკვრულად რუსეთისკენ მიგვათრევს!“- წერს ზაზა თავაძე „ფეისბუქზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g