LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზებუნებრივის“ ვარსკვლავი ჯენსენ ეკლსი, „ბიჭების“ მესამე სეზონში ითამაშებს

450
the-boys-jensen-ackles-header

სულ მალე, ყველასათვის საყვარელი სერილის „ზებუნებრივის“ დასასრულს ვიხილავთ, თუმცა, ძმები ვინჩესტერების გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გვაქვს, ჯენსენ ეკლსი მალე, სხვა ცნობილ სერიალში მოგვევლინება.

მსახიოვი „ამაზონის“ გახმაურებულ სერიალის, „ბიჭების“(The Boys) მესამე სეზონში გამოჩნდება და სუპერგმირ Soldier Boy-ის როლს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად მსახიობმა, „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა.

„ვფიქრობდი, როცა ზებუნებრივი დასრულდება, რაღა უნდა მეკეთებინა… და აი, მივხვდი“, – წერს ჯენსენი. ვოდეოში მსახიობს „ბიჭების“ კომიქსი უჭირავს, ფონად კი ელვის პრესლის სიმღერა Soldier Boy ისმის.

https://www.instagram.com/p/CD_xI6JgrWw/?utm_source=ig_embed

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები