LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: 16 ათასი უცხოელი მოხალისიდან პირველი ნაკადი უკვე ჩამოდის უკრაინის დასაცავად

169
1

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, 16 ათასი უცხოელი მოხალისიდან ქვეყანაში პირველი ნაკადი უკვე ჩადის. 

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, მოხალისეები უკრაინაში თავისუფლებისა და სიცოცხლის დასაცავად მიდიან და ეს ქმედება წარმატებული იქნება:

კობახიძე: მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს – ამას არ გავაკეთებთ

“უკრაინა ყოველ დღე იღებს იარაღს ჩვენი პარტნიორებისგან, ნამდვილი მეგობრებისგან, ყოველდღიურად ვიღებთ სულ უფრო მეტ ძლევამოსილ იარაღს. უკრაინა უკვე ხვდება უცხოელ მოხალისეებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიან, პირველებს 16 ათასი მოხალისიდან.

ისინი მოდიან თავისუფლების დასაცავად, სიცოცხლის დასაცავად, ჩვენთვის, ყველასთვის და ეს იქნება წარმატებული, დარწმუნებული ვარ…

ჰუმანიტარული ტვირთი გზაშია. მთავრობამ უკვე მოამზადა სპეციალური დახმარების პროგრამა ყველა უკრაინელისთვის, რომლებმაც ომის გამო მუშაობის შესაძლებლობა დაკარგეს. იქ, სადაც მიდის საომარი მოქმედებები და ადამიანებმა დაკარგეს მუშაობის შესაძლებლობა, მიიღებენ 6500 გრივნას ყოველგვარი პირობების გარეშე”, – თქვა პრეზიდენტმა.

მტრის მორალური განწყობა უარესდება, სულ უფრო მეტი დამპყრობელი გარბის რუსეთში – ზელენსკის მორიგი მიმართვა

რეზნიკოვი: არც რუსეთში, არც დასავლეთში, არავის სჯეროდა, რომ ერთი კვირა გავძლებდით, მხოლოდ ჩვენ გვჯეროდა, აუცილებლად გავიმარჯვებთ!

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g