LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 500 მილიონი ევრო უკრაინის მოქალაქეებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფაში დაეხმარება

201
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინელებისთვის ევროკავშირში დაუყოვნებლივი ბინადრობის უფლების მინიჭების გამო ევროკომისიის პრეზიდენტს მადლობას უხდის.

უკრაინელ ლტოლვილებს ევროკავშირში სამი წლით ცხოვრების უფლება ექნებათ

ზელენსკი ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 500 მილიონი ევრო უკრაინელებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფაში დაეხმარება:

“მადლობელი ვართ ურსულა ფონ დერ ლაიენის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გამო – რუსეთის აგრესიის გამო ევროპაში ჩასული უკრაინელებისთვის ევროკავშირში დაუყოვნებლივი ბინადრობის უფლების მინიჭებისთვის.

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 500 მილიონი ევროს პირველი ტრანში უკრაინის მოქალაქეებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფაში დაეხმარება”, – აღნიშნულია ზელენსკის “ტვიტში”.

შეგახსენებთ, საომარი მოქმედებების გამო, უკრაინიდან ლტოლვილმა მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებში სამი წლის განმავლობაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მიიღეს.

იმ შემთხვევაში კი, თუ ლტოლვილები უკან უსაფრთხოდ ვერ დაბრუნდებიან, ეს სტატუსი შეიძლება კიდევ ორი ​​წლით გაგრძელდეს.

“ევროკავშირი ითვალისწინებს უკრაინის მოქალაქეებისა და რეზიდენტების უფლებას – იცხოვრონ, იმუშაონ, მიიღონ სამედიცინო დახმარება, საცხოვრებელი და განათლება დაუყოვნებლივ ერთ წლამდე, თავშესაფრის მიღების ხანგრძლივი პროცედურების საჭიროების გარეშე.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g