LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: “სიურპრიზები” ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, უნდა ვენდოთ ჩვენს ძალებს

144
756239969950989

“პირველ რიგში, გვესმის, რომ “სიურპრიზები” შესაძლოა ნებისმიერ მომენტში მოხდეს. უნდა ვენდოთ ჩვენს ძალებს”,- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისივე თქმით, გეგმის მიხედვით მოქმედებენ და ყველაფერი კონტროლქვეშაა.

“გვესმის, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს გაფრთხილების გარეშე, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია ვიყოთ ყველაფრისთვის მზად. სწორედ ამაზე მიდის მუშაობა. მზად ვართ ნებისმიერი ნაბიჯისთვის ნებისმიერი მხრიდან, ნებისმიერი საზღვრიდან. ვფიქრობ, ჩვენი სპეციალისტები, ხელმძღვანელები, სამინისტროები და სამხედროები საკმაოდ სერიოზულ დონეზე არიან…

ვმოქმედებთ ჩვენი გეგმის მიხედვით. ასე რომ, არავისი გვეშინია, პანიკის გარეშე, ყველაფერი კონტროლქვეშაა”, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

აშშ-ს უკრაინიდან საელჩოს თანამშრომლების ნაწილი გაჰყავს – საელჩო საკონსულო მომსახურების გაწევას წყვეტს

შეგახსენებთ, დასავლეთში მოელიან, რომ რუსეთი უახლოეს ხანში შეიძლება დაესხას თავს უკრაინას.

საქართველოს საელჩო კიევში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა.

ამასთან, მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან ესკალაციის დაწყებიდანვე, უკრაინის ხელმძღვანელობა, უკრაინული დიპლომატია და არმია ყველა ღონეს ხმარობენ, რათა უკრაინაში იყოს სტაბილურობა.

იმედს ვიტოვებთ, რომ უკრაინაში ომი არ დაიწყება, თუმცა რისკი საკმაოდ მაღალია: ირაკლი კობახიძე

magti 5g