LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი – „ყველა ამბობს: ნატოს კარი ღიაა უკრაინისთვის, მაგრამ საჭიროა, თქვენ ამ კარამდე მიხვიდეთ“

55
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილი სამართლიანია და მიზეზებს განმარტავს. 

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავლენიან გამოცემა CNN-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკი: შესაძლოა, პუტინი ასაკის გამო ცხოვრებით დაიღალა, მაგრამ ომით ნამდვილად არ დაღლილა

მისი თქმით, უკრაინის სამხედრო ძალები ნატოს წევრი ქვეყნების დონეზე არიან.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ უკვე ვაჩვენეთ ჩვენი ძალების შესაძლებლობები მთელ მსოფლიოს, როგორც მომზადების დონის ასევე თავდაცვის სისტემების გამძლეობის თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ჩვენ იმავე დონეზე ვართ, როგორზეც ნატოს წევრი ქვეყნები და ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, თუ ჩვენ ვიქნებით იმავე უსაფრთხოების წრეში და იმავე უსაფრთხოების ალიანსში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, თუ ნატოსკენ მიმავალი გზა იმაზე მეტ ხანს გაგრძელდება, ვიდრე უკრაინას სურს, მაშინ მის ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება.

„რადგან ყველა ამბობს: ნატოს კარი ღიაა, მაგრამ საჭიროა, თქვენ ამ კარამდე მიხვიდეთ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g