LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკის ინაუგურაციას სალომე ზურაბიშვილი დაესწრება

88
inx960x640-1-1

კიევში დღეს უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია გაიმართება. სწორედ ეს თარიღი განსაზღვრა ქვეყნის ეროვნულმა რადამ პრეზიდენტის საინაუგურაციოდ. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 315-მა დეპუტატმა დაუჭირა. ინაუგურაცია დღეს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე უმაღლესი რადას შენობაში, საზეიმო სხდომათა დარბაზში შედგება.

უკრაინის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრება. ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ პირადად დაადასტურა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას ასევე დაესწრებიან ბალტიის ქვეყნებისა და უნგრეთის პრეზიდენტები. მათივე ცნობით, როგორც მოსალოდნელია, ინაუგურაციას დაესწრება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარეკ შევჩივიჩი, ნატო-ს დელეგაციას კი გენერალური მდივნის თანაშემწე ალეხანდრო ალვარგონსალესი უხელმძღვანელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები