მუსიკოსმა ზემფირამ რუსეთ-უკრაინის ომზე ჩაწერილი ახალი სიმღერა და კლიპი წარადგინა. სიმღერა სახელწოდებით ,,Мясо” მთელი სიმძაფრით გადმოსცემს უკრაინაში მიმდინარე უმძიმეს სიტუაციას. კლიპი სრულად ანიმაციურია და ილუსტრაციები თემაზე მსახიობმა რენატა ლიტვინოვამ შექმნა.
ეს უკვე მეორე კლიპია ზემფირას შემოქმედებაში, რომელიც ომის თემას მიეძღვნა. თებერვალში მუსიკოსმა ღიად დაგმო რუსული აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე.
ზემფირას ფოტო ბორის გრებენშიკოვთან და რეპერ ოქსიმირონთან ერთად: „რუსები ომის წინააღმდეგ“
ვიდეო: „ნუ ისვრი!“ – ზემფირამ უკრაინის ომს სიმღერა მიუძღვნა, კლიპი ომის შემზარავ კადრებს აერთიანებს