LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზემო ფონიჭალაში N23 კორპუსის მცხოვრებლებს ბინებიდან ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები გამოაქვთ

1595
ფონიჭალა

ზემო ფონიჭალაში N23 კორპუსის მცხოვრებლებს ბინებიდან ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები გამოაქვთ.  სამართალდამცველებმა ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობის შემდეგ, კორპუსის მცხოვრებლებს ნივთების გამოტანის ნება დართეს.

აფეთქების ადგილზე დღეს დილიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ისინი კორპუსის მდგრადობას სწავლობდნენ. ჯერ უცნობია, კორპუსი არის თუ არა საცხოვრებლად ვარგისი.

როგორც ცობილია, მაშველები ტერიტორიას სამშენებლო ნაგვისგან დილიდან წმენდდნენ და აფეთქების შედეგად დაზიანებულ კედლებს ამაგრებდნენ.

ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში 15 ნოემბერს დილით მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა. ამასთან, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირია მოთავსებული. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. მაშველები აფეთქების ადგილზე დედა-შვილს დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში ეძებდნენ.  ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში დაღუპულები იპოვეს,

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები