LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზოგიერთები ურცხვად თავს იწონებენ, რომ თურმე მაშინ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდა, რაც მორიგი სიცრუე და ცინიზმია” – ბიძინა ივანიშვილი

125
2b1a24196f5d6b38ff92aa5ef354d335-XL

ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ ღია წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ პოლიტიკიდან მიდის. ის ასევე აღარ იქნება “ქართული ოცნების” თავმჯდომარე.
ერთ-ერთი საკითხი რაზეც ივანიშვილი ყურადღებას ამახვილებს, არჩევნებია.
ივანიშვილის განცხადებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო იმჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული ერთ-ერთი ყველაზე უხეში ფალსიფიკაციის, ადამიანების დაშინების, მოსყიდვისა და პოლიტიკური ოპონენტების შევიწროების კლასიკური ნიმუში.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის

“დღეს, ზოგიერთები ურცხვად თავს იწონებენ, რომ თურმე მაშინ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდა, რაც, როგორც ყოველთვის, სიცრუე და ცინიზმია…

ახლა მდგომარეობა არსებითად შეიცვალა – „ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ ორჯერ მოიპოვა დამაჯერებელი უპირატესობა დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებში, რაც მკაფიოდ და უდავოდ ადასტურებს ჩვენს ხელწერას. დღევანდელი მმართველი გუნდისთვის უცხოა ხელისუფლების შენარჩუნების ცდუნების გამო, ხალხის ღირსებისა და მათი არჩევანის შებღალვა. ჩვენ არასდროს გადავუხვევთ დემოკრატიისა და თავისუფლების გზას, რაც ბრძენმა ქართველმა საზოგადოებამ სათანადოდ დააფასა და კიდევ ერთხელ დაგვდო ხელისუფლებაში ყოფნის პატივი.“ – ნათქვამია წერილში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g