LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოგიერთი ავტობუსის მარშრუტებში ცვლილებები შედის

16

თბილისში, ზოგიერთი ავტობუსის მარშრუტებში ცვლილებები შედის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელებისთვის 4 მლნ ლარი დაიხარჯება.

“ჩვენ გვაქვს კონკრეტული რაიონები და ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა არის. არის ქუჩები, სადაც ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, ან ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდია ლოდინის ინტერვალი. ბევრი ლოდინი უწევთ ადამიანებს, ვიდრე ავტობუსი გამოივლის. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ქუჩები სამწუხაროდ, ყველა რაიონშია და როცა ჩვენ ჩამოვიყვანთ ახალ ავტობუსებს და პარკი შეიცვლება, ყველა რაიონში ეს პრობლემა მოგვარდება,” – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები