LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზოგიერთმა თანამშრომელმა გამოსვლა მოასწრო, გამოიქცნენ, ფანჯრიდან გადმოხტნენ და წამოვიდნენ“ – ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლის მამა

107
241670688-225980022877246-799546851413734183-n

ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან შეკრებილი ადგილობრივების ინფორმაციით, ბანკის შენობა რამდენიმე ადამიანმა დატოვა.

ჩამსხვილებული ადამიანი იყო, ქუდი ეფარა, „აჩკები“ ეკეთა, დავინახე, რომ „ლიმონკა“ ეჭირა ხელში – ბანკზე თავდასხმის თვითმხილველი

როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, თანამშრომლების ნაწილმა შენობა ფანჯრის მეშვეობით დატოვა და ახლა საპატრულო პოლიციის შენობაში იმყოფებიან.

პირველადი ინფორმაციით, “საქართველოს ბანკის” ყვარლის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი: შსს განცხადებას ავრცელებს

„ჩემი შვილი ბანკის თანამშრომელია, მოლარე ოპერატორი. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ შიგნით არის. ზოგიერთმა თანამშრომელმა მოასწრო გამოსვლა, გამოიქცნენ, ფანჯრიდან გადმოხტნენ და წამოვიდნენ. მათ გაგვაგებინეს. ზოგიერთი მათგანი პოლიციაშია დაკითხვაზე“, – აღნიშნა ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი თანამშრომლის მამამ.

ყვარლის მერი: ჯერჯერობით მძარცველის ვინაობა დადგენილი არ არის, ასევე არაა დაზუსტებული, რამდენი ადამიანი იმყოფება შენობაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g