LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია

31

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგენილია, – ამის შესახებ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 183-ე კილომეტრზე ჩამოსული იყო მიწა კლდის შვავი, რის გამოც გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების ინტენსიური მუშაობის შედეგად გზის გაწმენდა რამდენიმე საათში მოხერხდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.