LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

111
7EF85ED6-9FF1-4094-9F05-3F0E31804EB6-w1200-r1

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო დატოვა პაციენტმა, რომელსაც რეგიონში პირველად დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი. სოფელ ზედაეწერის მკვიდრი, 67 წლის მამაკაცი კლინიკიდან დღეს სრულიად გამოჯანმრთელებული გაეწერა. ის თვითიზოლაციას საკუთარ სახლში გაივლის. გავრცელებული ინფორმაციით, მას კორონავირუსი 25 მარტს დაუდგინდა. მამაკაცს თურქეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.

გამოჯანმრთელებული პაციენტის მეზობელი “ფორტუნასთან” საუბარში ამბობს, რომ ის ხშირად დადიოდა თურქეთში სამუშაოდ. ხელოსანია და საკუთარი შრომით არჩენდა მრავალშვილიან ოჯახს. მისი ინფორმაციით, ის თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ მითითებულ ზომებს მკაცრად იცავდა, იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია.

ზუგდიდიდან პაციენტი #1-ის მეზობელი ლევან ბაკარანძე აცხადებს, რომ სოფელი მთავრობის მიერ დადგენილ წესებს იცავენ და უფრთხილდებიან როგორც საკუთარი ოჯახის წევრების, ასევე სხვის ჯანმრთელობას. მისი ინფორმაციით, 67 წლის მამაკაცს შვილები და შვილიშვილები ჰყავს, თუმცა უსაფრთხოების მიზნით ის შინ მხოლოდ მეუღლესთან ერთად გაივლის თვითიზოლაციის პერიოდს.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცს, რომელიც კორონავირუსი დაუდასტურდა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას. მისი კონტაქტებიდან არც ერთ არ დაუდასტურდა ინფექცია, მათ შორის მის მეუღლესაც.

“ფორტუნას” ინფორმაციით, გამოჯანმრთელებული პაციენტი უკვე საკუთარ სახლში იმყოფება. მეზობლებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დისტანციის დაცვით და წესების გათვალისწინებით მოიკითხეს.

 

 

magti 5g