LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ყაჩაღობა მოხდა – შსს-მ გამოძიება დაიწყო

146
ყაჩაღობა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ყაჩაღობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ნაწულუკუში, გვიან ღამით მოხდა.

არსებული ცნობითვე, რამდენიმე პირი ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის სახლში შეიჭრა.

როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ჰყვებიან, ნაცემია ოჯახის ერთ-ერთი წევრი და ის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები