ზუგდიდში, ჯანაშიას #1- ში “გორგიას” ახალი ფილიალი იხსნება. 26 მაისს, 15:00 საათზე დამოუკიდებლობის დღესთან, დაკავშირებით ჰიპერმარკეტის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება. აღნიშნული ფილიალი პირველია, რომელსაც კომპანია სავაჭრო მოლის ტიპის კონცეფციით წარმოადგენს. ჰიპერმარკეტი მომხმარებელს „გორგიას“ სრული პროდუქციით, მუდმივი საჩუქრებითა და აქციებით უმასპინძლებს.
„მოხარული ვართ, რომ ქვეყანაში შექმნილი პანდემიური ვითარების მიუხედავად, ვაგრძელებთ გაფართოებას, ახალი ფილიალების გახსნას, ინვესტირებას, ადამიანების დასაქმებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი ფილიალი ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, 26 მაისს სწორედ სამეგრელოში იხსნება. გვინდა, ახლო მომავალში სწორედ ეს სივრცე ვაქციოთ რეგიონში ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრად, სადაც 100 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ „გორგია“, არამედ მოსახლეობისთვის საინტერესო ყველა პროფილის სავაჭრო ზონა,” – აცხადებენ „გორგიას“ წარმომადგენლები.
გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან ზუგდიდს მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ასევე ქართველი ბიზნესმენები და მეწარმეები.
სარემონტო-სამშენებლო ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ მომხმარებელს 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტს სთავაზობს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე „გორგიას“ ჰიპერმარკეტი საქართველოს 6 ქალაქში, 8 ფილიალით არის წარმოდგენილი.