ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილზე მობილიზებული იყო, პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
„ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.